სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 485 ადამიანი დაინფიცირდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 485 ადამიანი დაინფიცირდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 485 შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით, 29 131 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. 23 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 126 709 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 976 პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი