სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 295 ადამიანი დაინფიცირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 295 ადამიანი დაინფიცირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის  295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი  გარდაიცვალა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 46 671 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 42 231 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 925 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 232-ს შეადგენს.