სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 ადამიანი დაიღუპა და ინფიცირების 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 ადამიანი დაიღუპა და ინფიცირების 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 19 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო 24 საათში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული დაიღუპა, თუმცა სხვა დაავადების შედეგად.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ით 214 ადამიანია გარდაცვლილი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ 19“-ით 10 009 ადამიანი დაინფიცირდა. „კოვიდ-19“ ისგან ქვეყანაში ჯამში 3 427 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი