სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 108 ადამიანი დაინფიცირდა, 471 გამოჯანმრთელდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 108 ადამიანი დაინფიცირდა, 471 გამოჯანმრთელდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 108 ადამიანი დაინფიცირდა, 471 გამოჯანმრთელდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის სამი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

8 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე სულ კორონავირუსის 44 953 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 40 592 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 179 პაციენტი, მათგან 276 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.