სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 600 ადამიანი დაინფიცირდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 600 ადამიანი დაინფიცირდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 600 ადამიანს დაუდასტურდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 652 პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 26 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, რვა ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.

27 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 80 410 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 51 814 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 1 222 ადამიანი, კიდევ 347 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.