სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 589 ადამიანი დაინფიცირდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 589 ადამიანი დაინფიცირდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 589 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 120 459-ს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 28 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, საერთო ჯამში კორონავირუსით 1 839 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ექვსი კოვიდინფიცირებული სხვა დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ჯამში, ასეთი ლეტალური შემთხვევების რიცხვი 469-ს აღწევს.