სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 99 შემთხვევა გამოვლინდა, 78 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 99 შემთხვევა გამოვლინდა, 78 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 99 შემთხვევა გამოვლინდა, 78 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 666 ტესტი ჩატარდა. 16 ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 223 904 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 215 533 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 490 ადამიანი გარდაიცვალა.