სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 896 შემთხვევა გამოვლინდა, 22 პაციენტი კი გარდაიცვალა

11:19, 29.09.2021

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 896 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 461 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 22-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 12 977-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 260 675 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 241 191 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 299 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი