სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 82 შემთხვევა გამოვლინდა, 227 პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:03, 15.06.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 82 შემთხვევა გამოვლინდა, 227 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 784 ტესტი ჩატარდა.

15 ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 223 805 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 215 455 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 489 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი