სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 731 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი

12:26, 11.09.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 731 შემთხვევა გამოვლინდა, 216 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 248 397 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 232 041 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი