სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 202 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 202 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 718 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 202 პაციენტი, ცხრა კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

8 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 54 473 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 45 312 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 1 004 ადამიანი, კიდევ 302 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.