სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 67 შემთხვევა გამოვლინდა, ათი კი გარდაიცვალა 

11:48, 17.05.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 67 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევები მცირდება.

გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს ათი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 4 333-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 220 927 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი