სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 669 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 669 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 669 შემთხვევა გამოვლინდა, 586 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 11 პაციენტი, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 6 783 ტესტი ჩატარდა.

10 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 247 666 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 231 406 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 979 ადამიანი გარდაიცვალა. 1 170-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.