სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 667 შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა

11:23, 20.04.2021

სომხეთში კორონავირუსის 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში ინფიცირების 210 000 შემთხვევა გამოვლინდა, სულ გარდაიცვალა 3 919 ადამიანი.

მსგავსი