სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 657 შემთხვევა გამოვლინდა, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 657 შემთხვევა გამოვლინდა, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 657 შემთხვევა გამოვლინდა, 416 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 5 067 ტესტი ჩატარდა.

14 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 249 803 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 233 521 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 034 ადამიანი გარდაიცვალა. 1 180-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.