სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 627 შემთხვევა გამოვლინდა, 25 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 627 შემთხვევა გამოვლინდა, 25 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 627 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 832 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 25-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

4 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 860-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 265 531 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 244 842 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 397 ადამიანი გარდაიცვალა.