სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 559 შემთხვევა გამოვლინდა, 216 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:47, 19.08.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 559 შემთხვევა გამოვლინდა, 216 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 236 234 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 223 443 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი