სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:25, 28.06.2021

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ორით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 ივნისის მდგომარეობით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 597 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 224 841 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 216 645 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4 510 შეადგენს.

 

მსგავსი