სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:29, 02.10.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 3 897 ადამიანს ჩაუტარდა.

ამრიგად, პანდემიის შემდეგ სომხეთში აღრიცხული ინფიცირებულების რიცხვმა 51 382 შეადგინა. მკურნალობას აგრძელებს 5705 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელდა 44 406 ადამიანი.

რაც შეეხება დაღუპულებს, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება „კოვიდ-19“-ით სულ გარდაიცვალა 966 ადამიანი. ამასთან, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, სხვა დაავადებებით დაიღუპა კიდევ 301 კოვიდინფიცირებული.

მსგავსი