სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 504 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ინფიცირებული
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 504 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ინფიცირებული

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 157 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ოთხით გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 აგვისტოს მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6 593-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 235 675 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 223 227 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 716 ადამიანი გარდაიცვალა.