სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 494 შემთხვევა გამოვლინდა, 390 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 18 პაციენტი, კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 4 537 ტესტი ჩატარდა. 21 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 254 436 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 236 968 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 161 ადამიანი გარდაიცვალა. 1 193-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.