სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 16-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 559-ს შეადგენს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 180-ია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 31 392 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 11 234 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი