სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი

11:16, 25.09.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

სულ პანდემიის პერიოდში სომხეთში დადასტურებულია 48 643 ახალი შემთხვევა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 4002 პაციენტი.

რაც შეეხება დაღუპულებს, ვირუსს სულ 947 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, კიდევ 293 კოვიდინფიცირებულის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადება იყო.

მსგავსი