სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში „კოვიდ 19“-ის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 797 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 148 682 შემთხვევა, მათ შორის 125 966 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 503 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის სომხეთში 19 595 პაციენტია. ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსზე 1 300-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.