სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 342 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 342 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 342 შემთხვევა გამოვლინდა, 490 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 253 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 236 578 პაციენტი გამოჯანმრთელდა.