სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 296 შემთხვევა გამოვლინდა, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 296 შემთხვევა გამოვლინდა, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 577 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 16-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

12 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 848-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 249 146 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 233 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 018 ადამიანი გარდაიცვალა.