სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 280 შემთხვევა გამოვლინდა, 99 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 280 შემთხვევა გამოვლინდა, 99 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 280 შემთხვევა გამოვლინდა, 99 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 6 932 ტესტი ჩატარდა. 28 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 229 370 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 219 379 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 597 ადამიანი გარდაიცვალა.