სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 244 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 244 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 244 ადამიანს დაუდგინეს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 182 პაციენტი, ორი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ერთი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

19 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის სულ 47 154 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 42 551 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 213 პაციენტი, მათგან 285 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

დატოვე კომენტარი