სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 225 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 225 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 225 შემთხვევა გამოვლინდა, 91 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 5 034 ტესტი ჩატარდა. 22 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 228 161 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 218 676 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 575 ადამიანი გარდაიცვალა.