სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 221 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 120 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 221 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 120 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 221 შემთხვევა გამოვლინდა, 120 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 5 653 ტესტი ჩატარდა. 23 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 228 382 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 218 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 579 ადამიანი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი