სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 220 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაცინეტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 220 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაცინეტი

სომხეთში კორონავირუსუსის 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო 24 საათში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 4573-ს მიაღწია.

იმ პაციენტთა რიცხვი კი, ვინც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, თუმცა გარდაცვალების მიზეზი სხვა თანმხლები დაავადება გახდა, 1 113-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, აღრიცხულია ინფიცირების 227 736 შემთხვევა.