სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყანაში 3 431 ტესტი ჩატარდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის სომხეთში 4 173 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 169 579 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3 155 პაციენტი გარდაიცვალა.