სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექცია 161 054 ადამიანს დაუდასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ 19“-ს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კი ვირუსით სულ 3 596 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის სომხეთში 10 070 ინფიცირებული მკურნალობს.