სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 213 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 213 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 213 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი, 16 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 12 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.

24 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 75 523 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 50 701 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 1 157 ადამიანი, კიდევ 333 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

დატოვე კომენტარი