სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 074 შემთხვევა გამოვლინდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 074 შემთხვევა გამოვლინდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის, ქვეყნის მაშტაბით 29 007 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 300 143 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6151 ადამიანი გარდაიცვალა.