სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“- ის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა ექვსი ადამიანი. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსი 39 298 ადამიანს დაუდგინდა.

ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 768 პაციენტი.

ამ ეტაპზე, სომხეთის კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას 7930 ადამიანი აგრძელებს.