სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 39 985 შემთხვევაა დადასტურებული.

სომხური მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 777-ს აღწევს.

სომხეთში კორონავირუსული ინფექციით დაავადებული ადამიანების რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებით დაიღუპნენ 228-ს აღწევს.

ბოლო ერთ დღეში სომხეთში „კოვიდ 19“-სგან 452 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა კი უკვე 32 000-ს აჭარბებს.