სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 162 შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 162 შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 554 ტესტი ჩატარდა. 19 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 227 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 218 427 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 569 ადამიანი გარდაიცვალა.