სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 158 შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 158-ით გაიზარდა. ვირუსს ბოლო 24 საათში სამი პაციენტი ემსხვერპლა.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 172 216 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორი 3 195 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეისათვის მკურნალობის ეტაპზე 4 700-მდე პირი იმყოფება.