სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:17, 11.01.2021

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 იანვრის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ სომხეთში „კოვიდ-19“ 162 288 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 149 873 უკვე გამოჯანმრთელდა.

ბოლო ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსული ინფექციით ორი ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში 2 931 ადამიანი ემსხვერპლა.

კიდევ 700 ინფიცირებული სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. სომხური მედია წერს, რომ მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 3 631-ს მიაღწია.

მსგავსი