სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 140 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 53 პაციენტი

11:48, 07.07.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 140 შემთხვევა გამოვლინდა, 53 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 6 086 ტესტი ჩატარდა.

7 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 225 801 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 217 303 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 531 ადამიანი გარდაიცვალა. 1 101 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

მსგავსი