სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:15, 09.02.2021

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 4 221 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 168 300 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 126 ადამიანი.

მსგავსი