სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა სამი ადამიანი

11:16, 22.09.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა სამი პაციენტი.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსი 47 667 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 42 676 განიკურნა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 3 765 პაციენტი.

ეპიდემიის დროს სომხეთში „კოვიდ-19“-ით სულ 938 ადამიანი გარდაიცვალა, 288 კოვიდინფიცირებული კი, სხვადასხვა დაავადების შედეგად დაიღუპა.

მსგავსი