სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 112 შემთხვევა გამოვლინდა, 106 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 112 შემთხვევა გამოვლინდა, 106 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 106 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, სამით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 ივლისის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4 037-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 228 910 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 219 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში კორონავირუსით სულ 4 590 ადამიანი გარდაიცვალა.