სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 589 შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 589 შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 754 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 29-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

12 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18 430-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 276 666 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 251 330 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 675 ადამიანი გარდაიცვალა.