სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 517 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 517 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 517 შემთხვევა გამოვლინდა, 1 050 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 57 პაციენტი. კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 11 982 ტესტი ჩატარდა. 26 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 298 069 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 263 002 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 6 112 ადამიანი გარდაიცვალა. 1 263 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.