სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 217 შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 217 შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 217 შემთხვევა გამოვლინდა, 521 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 28 პაციენტი. კიდევ სამი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 8 497 ტესტი ჩატარდა. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 275 077 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 250 576 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 646 ადამიანი გარდაიცვალა. 1 231 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.