სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 184 შემთხვევა გამოვლინდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 184 შემთხვევა გამოვლინდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 026 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 42-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 27 284-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 296 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 261 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 6 055 ადამიანი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი