სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 174 შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 174 შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 1 174 ადამიანს დაუდასტურდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ 19“-ით 151 392 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 129 990 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 581 კი გარდაიცვალა.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 642 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 18 179 პაციენტი მკურნალობს.