სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 571 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 571 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 571 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 89 პაციენტი, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

4 ოქტომბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის სულ 52 496 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 44 672 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კოვიდინფიცირებული 1 299 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 302 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.